1. პროექტის სახელი: `ჩემი ცხოვრების ერთი წელი~
2. პროექტის მოკლე აღწერა: გამოვთვალოთ რა დრო ეთმობა ჩვენს ცხოვრებაში აქტიურ და პასიურ ქმედემას.
3. პროექტის სრული აღწერა: I ჯგუფი - ქრონოლოგიურად აღწერს რამდენ წუთს უთმობს აქტიურ დასვენებას (ძილს), დღის განმავლობაში რამდენ წუთს თამაშობს, რამდენ წუთს უთმობს ტელევიზორის ყურებას, რამდენ წუთს ზის კომპიუტერთან, დღე-ღამის განმავლობაში რამდენ წუთს უთმობს კვებას, და ა. შ.
II ჯგუფი – ქრონოლოგიურად აღწერს რამდენ წუთს უთმობს გაკვეთილების მომზადებას, რამდენი წუთი ეთმობა საგაკვეთილო პროცესს სკოლაში, რამდენი წუთი ეთმობა შესვენებას სკოლაში, დრო სკოლიდან სახლისაკენ და პირიქით, დრო
III ჯგუფი – ატარებს გამოკითხვას I და II ჯგუფის მსგავსად სკოლაში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის.
ერთი კვირის შემდეგ მოხდება– სამივე ჯგუფის მიერ მოპოვებული მონაცემების შეჯერება, კვირის მონაცემების გადაანგარიშება ერთ წელზე. ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთვლიან თუ საშუალოდ რა დროს ანდომებს მათი ასაკის ერთი მოსწავლე ერთი წლის განმავლობაში: 1) აქტიურ დასვენებას(ძილს), 2) რა დრო იხარჯება პასიური დასვენების დროს (შესვენების დრო გაკვეთილებს შორის,თამაში, დრო გატარებული კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ა. შ.), 3) რა დრო სჭირდება მას ცოდნისშეძენა– გაღრმავებისათვის( დრო სკოლაში –საგაკვეთილო, გაკვეთილების სწავლა, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და ა. შ.) 4) დრო დახარჯული გზაში.
4. მონაწილეთა ასაკი: VIკლასი, 12– 13 წელი.
5. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე ( 3 მაისი– 31 მაისი)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დავალებების განაწილება ჯგუფებში, კვირის ბოლოს თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული დავალების ანალიზი, მიღებული შედეგების მათემატიკური გაანგარშება, ცხრილების შედგენა, დიაგრამების აგება, საბოლოო მონაცემების კომპიუტერში განთავსება.
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აუდიო ვიდეო ჩანაწერები, ალბომი, ცხრილები, წრიული დიაგრამები, პრეზენტაცია.
8. სარგებელი სხვებისათვის: იცხოვრეთ ნაყოფიერად, ცხოვრება ხანმოკლეა, ყოველი წამი ძვირფასია, დრო კი სწრაფად გადის...
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეობა სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა,ისტი, ქართული.
12. პროექტის ფასილიტატორი: მარინა შავლაძე
13. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: mshavladze@gmail.com
14. პროექტის ვებ – გვერდი/ ბლოგი: marina shavladze-blogspot.com